Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან
ambebi.ge
27 March 2017, 19:22
მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამის ბრძანებას მან ხელი უკვე მოაწერა.

"მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. შენგენის ზონაში საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი მას გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს. ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შს სამინისტრო მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7 300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან 95% დაკმაყოფილდა, რაც მღებრიშვილის შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მეტყველებს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი